Nexia TA 2022 წელს აჯამებს

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia TA 2022 წელს, ტრადიციულად, მზარდი შემოსავლებით ასრულებს. კომპანიის ჯამური შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და მიმდინარე წელს ორნიშნა ზრდა აჩვენა. ინოვაციური პროექტების, პროგრამებისა და ახალი ინსტრუმენტების დანერგვით კომპანია აუდიტორულ სფეროში კვლავ ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს.

2022 წელი დატვირთული იყო პროექტებით, მასშტაბური კონფერენციებით, მემორანდუმებითა და მიღწევებით, მათ შორის, მნიშვნელოვანი იყო ფინანსური ანგარიშგებისა და საგადასახადო კონფერენციები, რომლის ფარგლებშიც Nexia TA-ის გუნდმა, ბიზნესის განვითარებისა და მხარდაჭერის მიზნით, 300-ზე მეტ პროფესიონალს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, დაეხმარა პრობლემური ქეისების განხილვასა და მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში. ამ მიზნით, საგადასახდო მიმართულებით, Nexia TA-მ კიდევ ერთი პლატფორმა შექმნა, რომლის საშუალებითაც, დაინტერესებული პირები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე Nexia-ს პროფესიონალი გუნდის წევრებისგან იღებენ პასუხებს და საშუალება ეძლევათ, დაესწრონ უფასო ვებინარებს.

ადგილობრივი მასშტაბის აქტივობებისა და კონფერენციების გარდა, Nexia TA, როგორც გლობალური ქსელის მნიშვნელოვანი რგოლი, აქტიურად მონაწილეობს წლის საერთაშორისო ღონისძიებებში და თავისი საქმიანობით პასუხობს ქსელის წლის მთავარ გზავნილს -„წინსვლა/Moving Forward”. Nexia International-ის შეფასებით, Nexia-ს ქართულ წარმომადგენლობას ახალი ხედვების, შესაძლებლობებისა და ინსტრუმენტების განვითარებით, საერთო გამოწვევების გადაწყვეტაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის, რის გამოც, კომპანიამ Nexia International-ის ყოველწლიურ სამიტზე, მსოფლიოს 115-ზე მეტი ქვეყნის 650-ზე მეტ ოფისს შორის „წლის კომპანიის“ ტიტული უკვე მოიპოვა.

Nexia TA კვლავ რჩება თავისი ღირებულებების ერთგული და ქართულ ბაზარზე როგორც „საუკეთესო დამსაქმებლის“ სტატუსის მქონე კომპანია, 2022 წელსაც მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. განსაკუთრებით აღსანიშნავია დასაქმების ფორუმებში აქტიური ჩართულობა, მემორანდუმები უნივერსიტეტებთან და ასევე, საჯარო აუდიტის ინსტიტუტთან, რომლის მიზანიც აუდიტორული სფეროთი დაინტერესებული პირების სტაჟირება/დასაქმებისა და ზოგადად, აუდიტის სფეროს განვითარების ხელშეწყობაა. სწორედ, ამ მიზნების შესრულება განაპირობებს, რომ Nexia მუდმივად იყოს ყველაზე მსხვილი დამსაქმებლების სიაში ლიდერის პოზიციებზე.

2022 წლის პროექტებიდან, ასევე, აღსანიშნავია ქართულ ბაზარზე Nexia TA-ის მიერ დანერგილი სრულიად ახალი პლატფორმა - „გაიგე, რა ღირს შენი ბიზნესი“ , რომელიც კერძო სექტორს საშუალებას აძლევს, სრულიად უფასოდ, სულ რაღაც 15 წთ-ში დაადგინოს ბიზნესის სავარაუდო ღირებულება.

აღნიშნული ინოვაციური პროექტი ბიზნეს კომპანიებს დაუზოგავს თანხებს, დროს და ამასთან, დაეხმარება მათ მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების, ბიზნესის ყიდვა-გაყიდვის, რეორგანიზაციის, საინვესტიციო პროექტების განხორციელების, ძირითადი ფონდების გადაფასებისა თუ სხვა პერსპექტივების დროს.

2022 წელი, მათ შორის, მნიშვნელოვანი იყო ბუღალტრული მომსახურების განვითარების კუთხითაც. საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებამ, რომელიც Nexia TA-ს ერთ-ერთი წამყვანი ნიშაა და კონცენტრირებულია მსხვილ ბიზნესზე, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო მასშტაბით, არაერთი ახალი პარტნიორი შეიძინა. პარალელურად, არსებული ბუღალტრული სერვისისგან სრულიად განსხვავებული კონცეფცია შექმნა და SME სექტორს პროექტი „ბუღალტერია მარტივად“ შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც Nexia უკვე 100-ზე მეტი სტარტაპს, მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიას უწევს მომსახურებას, მათზე მორგებული ბიუჯეტით.

SME სექტორის ბუღალტრული მომსახურების მიმართულებით Nexia TA-მ 2022 წელს მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა, მათ შორის, USAD-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, არაერთ NGO-სა და შპს-ს გაუწია ბუღალტრული მომსახურება. აღსანიშნავია, ასევე, GITA-სთან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც, Nexia TA სტარტაპ კომპანიებს განსაკუთრებული პირობებით ემსახურება, ბუღალტრული, საკონსულტაციო და დიჯიტალიზაციის მიმართულებებით.

Nexia TA დაარსებიდან დღემდე, აქტიურად არის ჩართული საგადასახადო კანონმდებლობის დახვეწასა და ქართული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზების პროცესში. ამ კუთხით, 2022 წელს, Nexia-ს ინიციატივები და ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მეწარმეთა შესახებ ახალ კანონთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც Nexia-ს ინიციატივით, ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებთან აქტიური დიალოგი მიმდინარეობს.

როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორები ამბობენ, 2023 წლის გეგმები კიდევ უფრო ამბიციური და მასშტაბურია: კონსალტინგის, იურიდიული, საგადასახადო, საბუღალტრო, აუდიტორული და პროგრამული მომსახურების მიმართულებებით წინ ბევრი საინტერესო სიახლეა.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო