გიული ალასანია - ძალიან დიდი მადლობა უკრაინელებს, რომ მიუხედავად მათი ასეთი გასაჭირისა, ომშია ხალხი, არც ერთი დღე არ შეუწყვეტიათ ჩემს შვილზე ფიქრი და ზრუნვა

ძალიან დიდი მადლობა უკრაინელებს, რომ მიუხედავად მათი ასეთი გასაჭირისა, ომშია ხალხი, არც ერთი დღე არ შეუწყვეტიათ ჩემს შვილზე ფიქრი და ზრუნვა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ომბუდსმენის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, უკრაინულ მხარეს სააკაშვილის მონახულება არაერთხელ უცდია, თუმცა მათ ყველა შემთხვევაზე უარი მიიღეს.

„სააკაშვილი განსაკუთრებული მოქალაქეა, მაღალ თანამდებობაზეა, პასუხისმგებელი პირია და იმ თანამდებობაზე დღემდე რჩება. უკრაინელები არასდროს გაჩერებულან და ეს მცდელობები არასდროს შეუწყვეტიათ. არაერთხელ ყოფილა მსგავსი შემთხვევა და ყოველთვის უარი მიიღეს, ესეც ხომ ვიცით. ძალიან დიდი მადლობა უკრაინელებს, რომ მიუხედავად მათი ასეთი გასაჭირისა, ომშია ხალხი, არც ერთი დღე არ შეუწყვეტიათ ჩემს შვილზე ფიქრი და ზრუნვა. ძალიან მადლობელი ვარ", - განაცხადა გიული ალასანიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ მადლიერება გამოხატა ასევე კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის და მედპერსონალის მიმართ.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილსა და მედპერსონალს ერთმანეთის მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ.

„მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ნინოს. ძალიან კარგი იყო მისი გუშინდელი ჩართვა. საერთოდ „ვივამედის“ ექიმების, ექთნების კმაყოფილი ვარ, ვინც უშუალოდ ყოველ დღე მასთან [სააკაშვილთან] არიან. ნამდვილად, ყოველდღიურ ზრუნვას იჩენენ.

ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს მას პერსონალის მიმართ და პერსონალს მის მიმართ. ამის მოწმე მე ვარ და გარდა ამისა, ვიცი მისი [სააკაშვილის] აზრი. ასე რომ, სპეკულაცია ამ თემებზე სრულიად ზედმეტია,“ - განაცხადა ალასანიამ.

კითხვაზე, თუ რატომ აპელირებენ ხელისუფლების წარმომადგენლები თემაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მედპერსონალის მიმართ აგრესიით გამოირჩევა, ალასანია პასუხობს, რომ ისინი თავის გამართლებას ასე ცდილობენ.

„სრულიად უსამართლოდ ჰყავთ გამომწყვდეული ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყნისთვის ძალიან ბევრი გააკეთა და რაღაცით ხომ უნდა გაიმართლონ თავი. მისი [სააკაშვილის] აგრესიაც მოდის იქიდან, რომ სრულიად უსამართლოდ ზის და სრულიად უსამართლოდ იტანს ამ ყველაფერს,“ - აღნიშნა ალასანიამ.

შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უწყება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესებით ღრმად შეწუხებულია.

„თუ ჩავთვლით უკრაინის მოქალაქის კრიტიკულ მდგომარეობას, მოვუწოდებთ ქართულ მხარეს მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარება უზრუნველყოს, ასევე, დააკმაყოფილოს შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე შემდგომი მკურნალობის, გადაყვანის მიზნით ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში”, - წერია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოუწოდებს ქართულ მხარეს, უზრუნველყოს უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, დმიტრი ლუბინეცის სააკაშვილისადმი წვდომა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა