ხატია დეკანოიძე - მიშა ჩემთვის არ არის მხოლოდ პარტია და მანდატი, ამიტომ მანდატების დატოვების საკითხს განვიხილავთ მაშინ, როცა ეს იქნება საჭირო - ახლა ეს არ განიხილება

მიშა ჩემთვის არ არის მხოლოდ პარტია და მანდატი, ამიტომ მანდატების დატოვების საკითხს განვიხილავთ მაშინ, როცა ეს იქნება საჭირო. ეს ახლა არ განიხილება, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ისინი განიხილავენ ყველა ბერკეტს, რომელიც შედეგიანი იქნება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად.

"ჩვენ განვიხილავთ ყველაფერს, მაგრამ იმ ბერკეტებს, რომელსაც ექნება შედეგი. მე მესმის, შეიძლება ჰქონდეთ ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს, ამომრჩევლებს კრიტიკული დამოკიდებულება, მაგრამ მე როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც ძალიან განიცდის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მიშა ჩემთვის არ არის მხოლოდ მანდატი და პარტია და ჩემი მეგობრებისთვისაც, ამ საკითხს განვიხილავთ მაშინ, როცა ეს იქნება საჭირო, ეს ახლა არ განიხილება," - განაცხადა დეკანოიძემ.

მან ასევე განმარტა სხდომის დატოვების მიზეზები და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრთან, რომელსაც დღეს უნდა მოუსმინონ, კითხვები არ აქვთ, რადგან ის სისხლის სამართლის დამნაშავეა.

"ეს ადამიანი აუცილებლად წარდგება მართლმსაჯულების წინაშე, ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე. მე ჩემი სათქმელი მას ვუთხარი, მასთან რა კითხვა უნდა მქონდეს? - ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ამ ადამიანს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც კლავს მესამე პრეზიდენტს პირდაპირ, ვუთხარი ჩემი სათქმელი ჩემი მეგობრების, ასევე საქართველოს საზოგადოების სახელით და მასთან ჩვენ კითხვები არ გვაქვს. ასევე იცით, მეორე დღეა ჩემი მეგობრების შიმშილობის და მნიშვნელოვანია ძალები დაზოგონ," - განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო