რატი ბრეგაძე - ჩამოვაყალიბებთ სატელევიზიო სტუდიას, რომელიც იქნება პროფესიული მედიასაშუალება იურისტებისთვის, ასევე მოახდენს იურიდიული პროფესიების პოპულარიზაციას და ხელს შეუწყობს სამართლებრივ დისკურსში საზოგადოების ჩართულობას

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩამოვაყალიბოთ სატელევიზიო სტუდია, რომელიც იქნება პროფესიული მედიასაშუალება იურისტებისთვის, ასევე მოახდენს იურიდიული პროფესიების პოპულარიზაციას, ხელს შეუწყობს საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და სამართლებრივ დისკურსში საზოგადოების ჩართულობას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

როგორც მინისტრი განმარტავს, სატელევიზიო სტუდია პოლიტიკისგან სრულიად იქნება დაცლილი.

"ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ ხშირად ის საქმე, რომელსაც ერთობლივად ვაკეთებთ, არ მიდის ჩვენს მოსახლეობამდე. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩამოვაყალიბოთ ახალი სტუდია "იუსტიცია", იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში. ეს იქნება სატელევიზიო სტუდია, რომელიც იქნება პროფესიული მედიასაშუალება იურისტებისთვის, ასევე მოახდენს იურიდიული პროფესიების პოპულარიზაციას, ხელს შეუწყობს საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და სამართლებრივ დისკურსში საზოგადოების ჩართულობას.

ეს ყველაფერი 2024 წელს იქნება. დარწმუნებული ვარ, პარლამენტის წევრებიც ხშირად ისარგებლებთ ამ სტუდიით. ეს მოგცემთ შესაძლებლობას, გქონდეთ ურთიერთობა იმ პუბლიკასთან, რომელიც დაინტერესებულია საპარლამენტო საქმიანობით, სამართლებრივი საკითხებით. ეს იქნება პოლიტიკისგან სრულიად დაცლილი, მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე იქნება მსჯელობა, საზოგადოების სამართლებრივ ცნობიერების ამაღლებაზე", - აღნიშნავს მინისტრი.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი