„საქართველოს რკინიგზა“ BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა

„საქართველოს რკინიგზა“ 2022 წლის საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) გამარჯვებული გახდა - ნომინაციაში მსხვილი არასაფინანსო კომპანია.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

„BARTA 2019 წელს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა.

2022 წელს აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა 200-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა, რომელიც ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან იყო დაკომპლექტებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო