სკოლების ეკოკლუბების ქსელის პრეზენტაცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სკოლების ეკოკლუბების ქსელის პრეზენტაცია გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ეკოკლუბების ქსელის შექმნის მიზანია ახალგაზრდების გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესება და მათი ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა.

შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ბენდელიანმა გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, რომლებმაც ეკოკლუბების საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს და ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, სამომავლო გეგმები და საგანმანათლებლო აქტივობები განიხილეს.

უწყების ცნობით, ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახალგაზრდებს ეკოკლუბების შექმნაში მაქსიმალურად შეუწყობს ხელს და შესაბამის საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობებს შესთავაზებს.

ქსელის პრეზენტაცია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი“ (GRF) ფარგლებში ჩატარდა.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?