იუსტიციის სამინისტრო სამართლის ისტორიის ჰოლოგრამული მუზეუმის შექმნაზე მუშაობს

იუსტიციის სამინისტრო სამართლის ისტორიის ჰოლოგრამულ მუზეუმზე მუშაობს. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გაკეთებული მოხსენებისას განაცხადა.

მუზეუმის მიზანი სამართლის ისტორიის პოპულარიზაციაა.

„ქართველებს შეგვიძლია, ვიამაყოთ ჩვენი სამართლის ისტორიით და გავაცნოთ იგი ფართო საზოგადოებას. შემეცნების პროცესის ხელშესაწყობად მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები და გავხსნათ სამართლის ისტორიის ჰოლოგრამული მუზეუმი, რაც იქნება ქართული სამართლის ისტორიით დაინტერესებულ პირთა საყვარელი ადგილი და, ასევე, მრავალს გაუღრმავებს ჩვენი სამართლისა და კულტურის უკეთ შესწავლის ინტერესს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა