რატი ბრეგაძე - თუკი 2012 წლამდე ციხეებში „წამების ფესტივალები“ იმართებოდა, სადაც მართლაც რომ ჯალათები ერთობოდნენ, დღეს სპორტის ფესტივალი იმართება

თუკი 2012 წლამდე ციხეებში „წამების ფესტივალები“ იმართებოდა, სადაც მართლაც რომ ჯალათები ერთობოდნენ, დღეს სპორტის ფესტივალი იმართება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეში მოვიდა, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა პირობები გაუმჯობესდა.

„პირველად გაიმართა ნომერ 16 დაწესებულებაში სპორტის ფესტივალი 7 სხვადასხვა სახეობაში. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი სხვაობა კიდევ - თუკი 2012 წლამდე „წამების ფესტივალები“ იმართებოდა, სადაც მართლაც რომ ჯალათები ერთობოდნენ, დღეს სპორტის ფესტივალი იმართება, რომელიც მიზნად ისახავს პატიმრებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ესეც ერთ-ერთი ნათელი დასტურია იმ ცვლილებების, რომელიც 2012 წლის შემდგომ პენიტენციურ დაწესებულებაში გატარდა და რომელიც გრძელდება“, - განაცხადა ბრეგაძემ.

როგორც მან აღნიშნა, 2012 წლამდე ციხეებში არასათანადო მოპყრობა სისტემური პრობლემა იყო და ეს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იყო აღიარებული.

„2012 წლის შემდგომ, სტრასბურგის სასამართლოს ერთი საჩივარიც კი არ მიუღია წარმოებაში საქართველოს პენიტენციური სისტემიდან. პატიმართა პირობების კიდევ უფრო მეტად გასაუმჯობესებლად შემდგომი წლის დასაწყისში გაიხსნება ახალი პენიტენციური დაწესებულება დაბა ლაითურში, რომელიც ყველა დონის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს პასუხობს“, - განაცხადა ბრეგაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა