რატი ბრეგაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ეს ხალხი გარბის დარბაზიდან, რადგან მათ სათქმელიც არაფერი აქვთ, გარდა უნიჭო, შეურაცხმყოფელი, წყევლა-კრულვით აღსავსე პერფორმანსისა

მართლა პარადოქსია - ეს ხალხი [„ნაციონალური მოძრაობა“] გარბის დარბაზიდან, რადგან მათ სათქმელიც არაფერი აქვთ, გარდა უნიჭო, შეურაცხმყოფელი, წყევლა-კრულვით აღსავსე პერფორმანსისა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა დეპუტატებს, რომლებმაც დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, „ძალით ვაჟკაცი და ვითომ ქვეყნის მოყვარული ხალხი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობენ.

„სტრასბურგის სასამართლოს სტატისტიკა არის ყველაზე კარგი ინდიკატორი ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებისა. დღეისათვის საქართველოს წინააღმდეგ მხოლოდ 138 საქმე განიხილება, რაც ისტორიული მინიმუმია. აუცილებელია შედარების გაკეთება, რათა არ დაგვავიწყდეს ისტორია. 2011-2012 წლებში სასამართლოს წარმოებაში ჰქონდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3 ათასიდან 4 ათასამდე საქმე. ესაა ის სტატისტიკა, რომელიც მეტყველებს ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე საქართველოში. მართლა პარადოქსია - ეს ხალხი გარბის დარბაზიდან, რადგან მათ სათქმელიც არაფერი აქვთ, გარდა უნიჭო, შეურაცხმყოფელი, წყევლა-კრულვით აღსავსე პერფორმანსისა. სხვა სათქმელი არაფერი აქვთ და შესაბამისად, გარბიან დარბაზიდან. მედიას შეუძლია აჩვენოს ცარიელი სკამები, ამ ძალით ვაჟკაცი და ვითომ ქვეყნის მოყვარული ხალხისა, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ცარიელი სკამებიც ნათლად მეტყველებს სახელმწიფოს მიმართ მათ მიდგომებზე“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მანამდე კი ფრაქციის დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში პლაკატები მიიტანეს, სადაც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ამოჭრილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები იყო ასახული. ასევე, ბანერებზე გაკეთებულია წარწერა „ნუ კლავთ!“

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი