პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის განყოფილებასთან გადაინაცვლებენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მთაწმინდა - კრწანისის პოლიციის განყოფილებისკენ მიდიან, სადაც მათი ინფორმაციით, დაკავებულები არიან გადაყვანილი.

როგორც აქციის ორგანიზატორმა ლაშა ფარულავამ "ინტერპრენიუსს" განუცხადა, დაკავებულთა შორის არასრულწლოვანც არის.

„ჩემი ინფორმაციით, ის არის 17 წლის შშმ პირი, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები და სჭირდება ყურადღების მიქცევა. ამ შემთხვევაში ეს იყო გატაცება და არა დაკავება. საპატრულო პოლიცია არაფერ შუაშია, მორკინალებად მოიყვანეს კრიმინალური პოლიციის დანაყოფი, რომლებმაც გაიტაცეს ჩვენი მეგობრები, მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებსაც აქვთ კანონიერი უფლება მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი პოზიცია”, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო