ლევან ხაბეიშვილი - 2-3 დეპუტატის გასვლამ პრობლემა არ შეუქმნა „ქართულ ოცნებას", ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ერთპარტიული პარლამენტი - ვაპირებთ კონსულტაციებს ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან

2-3 დეპუტატის გასვლამ პრობლემა არ შეუქმნა „ქართულ ოცნებას", ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ერთპარტიული პარლამენტი, ამისთვის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" არის მზად, ვაპირებთ კონსულტაციებს ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი იმუშავებენ კოლეგებთან, რომ პარლამენტი ერთპარტიული რაც შეიძლება სწრაფად გახდეს.

„ჩვენი ფრაქცია ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, მათ შორის, იმისთვის, რომ საპარლამენტო მუშაობა შეწყვიტოს, მზად არის. ხედავთ, რომ საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად შიმშილობენ ჩემი კოლეგები, ვცდილობდი გუშინ განსაკუთრებით ანის დარწმუნებას, ეს არ გაეკეთებინა, თუმცა, მნიშვნელოვანია მოქმედება, მოძრაობა და მობილიზება.

მე პირადად ჩემს კოლეგებთან ერთად მზად ვარ მოქმედებისთვის, რაც იქნება წარმოდგენილი პარტიის თავმჯდომარის მხრიდან. მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით, მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ამისთვის "ნაციონალური მოძრაობა" არის მზად, თუმცა, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, თუ პარლამენტი არ დარჩება ერთპარტიული ეს იქნება ერთჯერადი პროტესტი, თუ დარჩება ერთპარტიული, ამას ექნება დიდი მნიშვნელობა. შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ ვიმუშავებთ, რომ პარლამენტი გახდეს ერთპარტიული რაც შეიძლება სწრაფად, ამას გავაკეთებთ მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და იმისთვის, რომ რუს ოლიგარქს ვებრძოლოთ ქმედითად, ორი და სამი დეპუტატის გასვლამ არაფერი პრობლემა არ შეუქმნა "ქართულ ოცნებას", ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ერთპარტიული პარლამენტი, ამისთვის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ არის მზად, ვაპირებთ კონსულტაციებს ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან,"- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება