მაია ბითაძე - მინდა ვკითხო ზოგიერთ ევროპარლამენტარ კოლეგას, ასე ხდება პოლარიზაციის შემცირება? მათთანაც ასე ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების წყევლა-ლანძღვა, რომ როგორმე წყობილებიდან გამოიყვანონ?

მინდა ვკითხო ჩვენ ზოგიერთ ევროპარლამენტარ კოლეგას, ასე ხდება პოლარიზაციის შემცირება? მათთანაც ასე ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების წყევლა და ლანძღვა იმისთვის, რომ როგორმე წყობილებიდან გამოიყვანონ? - აღნიშნული შეკითხვა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მაია ბითაძემ პარლამენტში დასვა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენენ.

"მინდა კატეგორიულად დავგმო, ჩვენი ზოგიერთი კოლეგის მხრიდან დღეს გაჟღერებული არათუ უშვერი სიტყვები, არამედ წყევლა-კრულვა, რომელსაც ძალიან შეგვაჩვიეს, შვილების მიმართ გამოთქმული გარკვეული მოსაზრებები, რომელიც სცდება ზოგადად სამართლებრივ სახელმწიფოს და ადამიანობის ჩარჩოებს. მინდა ვკითხო ჩვენ ზოგიერთ ევროპარლამენტარ კოლეგას, რომ ასე ხდება პოლარიზაციის შემცირება? მათთანაც ასე ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების წყევლა, ლანძღვა იმისთვის, რომ როგორმე წყობილებიდან გამოიყვანონ?“ - აცხადებს მაია ბითაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო