ბექა დავითულიანი - „ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილადაა დამძიმებული იმ ცოდვით, რომ იყვნენ მკვლელების პოლიტიკური თანამზრახველები - ამიტომ არიან იმ მორალურ ნიშნულზე, საიდანაც შეუძლიათ ბავშვების ხსენება

„ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად არის დამძიმებული იმ ცოდვით, რომ იყვნენ მკვლელების პოლიტიკური თანამზრახველები. სწორედ ამიტომ არიან იმ მორალურ ნიშნულზე, საიდანაც შეუძლიათ ბავშვების ხსენება, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ რატი ბრეგაძის ქმედებებზე პასუხისგება მის შვილებს მოუწევთ.

„გამოვეხმაურები იმ პერფორმანსს, რომელიც აქ ჩვენმა ოპონენტებმა დადგეს. გვიწოდებდნენ ვითომ მკვლელებსა და ბავშვები ატარებენო იმ ცოდვას, რომელსაც თქვენ ჩადიხართო. ისინი ნამდვილად არიან დამძიმებული იმ ცოდვით, რომ იყვნენ მკვლელების პოლიტიკური თანამზრახველები. სწორედ ამიტომ არიან იმ მორალურ ნიშნულზე, საიდანაც შეუძლიათ ბავშვების ხსენება. სხვა და ჩვენ ამას ნამდვილად ვერ ვახსენებდით, დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება შვილებს, მათ ვუსურვებ ბედნიერებასა და წარმატებას. რატი ბრეგაძის შვილებსაც და მათ შვილებსაც უკლებლივ. ვუსურვებ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც პოლიტიკურ დღის წესრიგს ამ მორალური კატეგორიებიდან ვერავინ შექმნის.

რაც შეეხება კითხვას, ვიხილეთ კადრები. რომ გითხრათ, ვინმეში კმაყოფილებას იწვევს ეს კადრები, რაც გავრცელდა პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით, ალბათ არა, დარწმუნებული ვარ, არც თქვენში და არც არავისში. თუმცა სულ ორი გზაა, ერთი, რომ იმ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიდის რაღაცნაირი სიმულაცია ან ეს პატიმარი არის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. პირველ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია და მეორე შემთხვევაში თუ მიდის ამ კუთხით კვლევა, თუ აქვთ დასკვნა დაწერილი ფსიქიატრებსა და ფსიქოლოგებს და რაიმე სპეციფიკურ მკურნალობას ხომ არ საჭიროებს. მესმის პერსონალური მონაცემებია, მაგრამ შეფასება თუ არის გაკეთებული დარგის სპეციალისტების მხრიდან?!“- განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვეს. მანამდე კი ფრაქციის დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში პლაკატები მიიტანეს, სადაც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ამოჭრილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები იყო ასახული. დარბაზის დატოვებამდე ფრაქციის დეპუტატმა ანა წითლიძემ რატი ბრეგაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ „მის ქმედებებზე პასუხისგება მის შვილებს მოუწევთ“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა