შალვა ხაჭაპურიძე - 16 დღეა პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ექსპერტიზის დასკვნა აქვს და ექიმებისთვის არ მიუწოდებია - ეს არის მტკიცებულება, რომ არ აინტერესებთ ის მოკვდება თუ გადარჩება

16 დღეა პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ექსპერტიზის დასკვნის დოკუმენტები უდევს და ექიმებისთვის არც კი მიუწოდებიათ - ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ პენიტენციურ სამსახურს არ აინტერესებს მიხეილ სააკაშვილი მოკვდება, გადარჩება თუ რა მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პენიტენციური სისტემა ვალდებული იყო მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზის დასკვნა კლინიკა „ვივამედისთვის“ მიეწოდებინა და ადვოკატებს არა თუ ამის ვალდებულება არ აქვთ, არამედ, არ შეიძლება მან კლინიკას რაიმე დოკუმენტები გადასცეს.

ხაჭაპურიძის განცხადებით, პენიტენციური სამსახურს არ აინტერესებს მიხეილ სააკაშვილის ბედი, ამასთან, მისივე შეფასებით, ეს სამსახური უპატივცემულობას გამოხატავს კლინიკა „ვივამედისა“ და ექიმების მიმართ.

გარდა ამისა, სამსახურებრივ გულგრილობას იჩენს და უფრო მეტიც, ხაჭაპურიძე ფიქრობს, რომ პენიტენციურმა სისტემამ სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩაიდინა.

„გუშინ საღამოს ერთ-ერთ ტელეკომპანიაში ნინო ნადირაძემ შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა და თქვა, სად არიან ადვოკატები, რატომ არ მაძლევენ ექსპერტიზის დასკვნასო. ეს არის 15 დეკემბერი. სასამართლოს პირველ დეკემბერს ჩემ მიერ ჩაბარდა დასკვნა და 21 ტომი მტკიცებულებები, რომელიც დაუყოვნებლივ პენიტენციურ სამსახურსაც გადაეცა. პენიტენციურის სამსახურის ხელშემკვრელი მხარე არის „ვივამედი“ და ისინი ვალდებულები იყვნენ, 2 დეკემბერსვე გადაეცათ ეს მასალები „ვივამედისთვის“ და „ვივამედი“ გაცნობილი უნდა იყოს ამას, შესაბამისად, ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ღონისძიებას ატარებდეს. ანუ გაირკვა, რომ 15 დეკემბერს პენიტენციურ სამსახურს კლინიკა "ვივამედისთვის" არანაირი მასალები არ მიუტანია. ჩვენ ადვოკატებს ამის ვალდებულება არა თუ არ გვაქვს, არ შეიძლება მე კლინიკას რაიმე დოკუმენტები გადავცე.

ირკვევა, რომ „ვივამედმა“ არც კი იცის რაზე არის საერთოდ საუბარი და ხალხო, კითხვა მაქვს - რა ადეკვატურ მკურნალობაზე მიდის ამის მერე საერთოდ საუბარი? ანუ 16 დღეა დოკუმენტები უდევთ და ექიმებისთვის არც კი მიუწოდებიათ და ამის მერე შეიძლება ოდნავ მაინც სერიოზულად მოუსმინო იმ დეპუტატების საუბარს, რომლებიც გამოდიან და იძახიან, რომ სააკაშვილს თურმე ადეკვატური მკურნალობა უტარდება?“ - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო