შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ქალაქ ბუსანის „Word Expo 2030“-ის განაცხადის მხარდაჭერის სპეციალური კომიტეტის წევრებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს და მადლიერება გამოხატა კორეული მხარის მიერ საქართველოს მხარდაჭერისთვის.

„მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს კორეის რესპუბლიკაში განხორციელებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის კორეის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ვიზიტს საქართველოში, რომელიც მომავალ წელს არის დაგეგმილი.

კორეულმა მხარემ ისაუბრა „Word Expo 2030“-ის ქ. ბუსანში ჩატარების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ეს ღონისძიება საინტერესო იქნება ახალი ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განსაზღვრის კუთხით. კორეულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მხარს დაუჭერს კორეის კანდიდატურას.

ამასთან, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობას, მათ შორის, საპარლამენტო და კერძო სექტორს შორის კავშირებს.

ხაზი გაესვა ასევე ნენსკრა ჰესის პროექტზე მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას და საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა