მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა იუსტიციის მინისტრის და პენიტენციური სამსახურის უფროსის წინააღმდეგ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სარჩელი შეიტანა და მათთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის, პენიტენციური სამსახურის უფროსის და პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლის წინააღმდეგ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სარჩელი შეიტანა.

უფლებადამცველის განმარტებით, ის ითხოვს უფლებამოსილება შეუჩერდეს სამივე მათგანს, „რადგან არ არის გამორიცხული, მათ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტში მონაწილეობა ჰქონდეთ მიღებული".

ამასთან, ადვოკატმა საგამოძიებო სამსახურს სარჩელით მიმართა იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ვინც ისეთ განცხადებებს აკეთებდნენ, „რომლებიც ცალსახად, სასამართლოზე ზეწოლად უნდა ჩაითვალოს“.

ასევე, შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. გარდა ამისა, მან ერთ-ერთი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად არ ჩართვის ფაქტზე დააყენა.

„დაყენებული არის 4 მოთხოვნა. ერთი არის აღიძრას სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილის კადრების უკანონო ჩაწერა-გავრცელებაზე, რადგან იქ არის ეჭვი, რომ ხმაც იწერება, რისი უფლებაც არ გააჩნიათ.

ამას გარდა, მოვითხოვეთ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე იმ დეპუტატების და პოლიტიკოსების მიმართ, ვინც განცხადებებს აკეთებენ, რომლებიც ცალსახად უნდა ჩაითვალოს, როგორც სასამართლოზე ზეწოლად,“ - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო