რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ სახელმწიფოებთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისათვის თანამშრომლობის ფორმატები შეიმუშავა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ სახელმწიფოებთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისათვის თანამშრომლობის ფორმატები შეიმუშავა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

თანამშრომლობის ფორმატის შემუშავებას წინ უძღოდა შეხვედრები იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელებს შორის.

„2021-2022 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 11 პარტნიორ სახელმწიფოსთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული ფორმატები. გადაიდგა ძალიან ბევრი პრაქტიკული ნაბიჯი: გაზაფხულზე ჩავატარეთ სამართლებრივი ფორუმი სომხეთის რესპუბლიკასთან, რომელშიც მონაწილეობდა არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო, არამედ იურიდიული პროფესიის არაერთი წარმომადგენელი, ხოლო სულ რამდენიმე ხნის წინ ჩავატარეთ ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი და გვაქვს ხელშესახები შედეგები ამ მიმართულებით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძი თქმით, ფორუმის პლატფორმა იურისტებს შესაძლებლობას აძლევს, გაუზიარონ ერთმანეთს ინფორმაცია სამართლებრივი სისტემების შესახებ, დანერგონ ერთობლივი პროექტები და გააგრძელონ სამართლებრივი თანამშრომლობა. სამართლებრივი ფორუმების ჩატარება 2023 წელს ჩეხეთთან, ავსტრიასა და გერმანიასთან იგეგმება.

იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციაზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოში, ქალაქ ბათუმში, გაიმართა. კონფერენციაში 35-მდე ქვეყნის 150 დელეგატი მონაწილეობდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო