საქართველოში მედიატორის პროფესიული დღე აღინიშნა და მედიაციის კვირეული მიმდინარეობს

საქართველოში მედიატორის პროფესიული დღე აღინიშნა და მედიაციის კვირეული მიმდინარეობს,-ამის შესახებ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის, ირაკლი ყანდაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მისი განცხადებით, მედიატორთა პროფესიული ფიცის დადების ცერემონიალი პირველად ჩატარდა და ტრადიციულ სახეს მიიღებს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ცნობით, მედიაციის კვირეულის ფარგლებში, 14 დეკემბერს, მედიატორის პროფესიულ დღეს, ახლად გაწევრიანებულ მედიატორთა ფიცის დადების ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. მათი ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება მხარდაჭერილი იყო ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მიერ.

„ღონისძიება გახსნა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, თითოეულ მედიატორს მიულოცა მედიატორის პროფესიული დღე, უსურვა მათ პროფესიული წარმატება და აღნიშნა, რომ ასოციაცია მუდმივად იზრუნებს მედიატორის პროფესიის განვითარებაზე საქართველოში.

მედიატორებს პროფესიული დღე მიულოცეს: ნინო ქადაგიძემ - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ლილია გრეტარშდოტირმა - ევროპის საბჭოს სტრასურგის ოფისის თანამშრომლობის პროგრამების სამმართველოს ხელმძღვანელმა,დავით ასათიანმა-საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ და გიორგი მსხილაძემ- პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო