საკანონმდებლო მაცნე ეროვნული უმცირესობების ენებზე კანონმდებლობის თარგმნისა და ძველი ნორმატიული აქტების გაციფრულების პროცესს განაგრძობს

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, საბჭოთა პერიოდის შემდგომ მიღებული კანონმდებლობის გაციფრულება კვლავ უწყების საქმიანობის ძირითად მიმართულებად რჩება.

2022 წელს ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაო იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას შეაჯამა.

მინისტრის ცნობით, მიმდინარე წელს გაციფრულდა 14 286 გვერდი იმ ნორმატიული აქტებისა, რომლებიც 1990 წლის შემდეგ არის გამოცემული/მიღებული და აქამდე მხოლოდ ბეჭდური სახით იყო ხელმისაწვდომი. სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ხსენებული გაციფრულებული 650-მდე ნორმატიული აქტის საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე ეტაპობრივი განთავსების პროცესი.

საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე უკვე განთავსებულია აფხაზურ, ოსურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ნათარგმნი ათეულობით ნორმატიული აქტი.

„მნიშვნელოვანია აღნიშნული კანონების ცოდნა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რათა ამ ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში შეძლონ სრულფასოვნად ორიენტაცია", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ნათარგმნ საკანონმდებლო აქტებს შორისაა საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეობის შესახებ"; საქართველოს ორგანული კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ"; საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ"; საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ"; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და სხვა აქტუალური აქტები. ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საპროცესო კოდექსების თარგმნის პროცესი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს