მიხეილ ჩხენკელმა თსუ-ს, სტუ-ს, თსსუ-ს, ილიაუნისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან სტუდენტური საცხოვრებლების მშენებლობის საკითხი განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უნივერსიტეტებთან ერთად აქტიურად მუშაობს სტუდენტთა საცხოვრებლების საკითხზე, - ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ჯაბა სამუშიასთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ დავით გურგენიძესთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ნინო დობორჯგინიძესთან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერ ზურაბ ორჯონიკიძესთან და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის წარმომადგენელთან სტუდენტური საცხოვრებლების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მინისტრმა ყველა ის შესაძლებლობა განიხილა, რაც პროცესის დაჩქარებას შეუწყობს ხელს. მიხეილ ჩხენკელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საკითხი სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობით წარიმართოს.

თავის მხრივ, სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებმა მინისტრს მოკლე ვადებში სტუდენტთა საცხოვრებლებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების მიმართულებით კონკრეტული ინიციატივები გააცნეს. მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტების განხორციელების საქმეში მათ მხარდაჭერას გაუწევს.

შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები ნუნუ მიცკევიჩი და ვალერიან გობრონიძე ესწრებოდნენ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მიხეილ ჩხენკელმა თსუ-ს, სტუ-ს, თსსუ-ს, ილიაუნისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან სტუდენტური საცხოვრებლების მშენებლობის საკითხი განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უნივერსიტეტებთან ერთად აქტიურად მუშაობს სტუდენტთა საცხოვრებლების საკითხზე, - ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ჯაბა სამუშიასთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ დავით გურგენიძესთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ნინო დობორჯგინიძესთან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერ ზურაბ ორჯონიკიძესთან და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის წარმომადგენელთან სტუდენტური საცხოვრებლების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მინისტრმა ყველა ის შესაძლებლობა განიხილა, რაც პროცესის დაჩქარებას შეუწყობს ხელს. მიხეილ ჩხენკელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საკითხი სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობით წარიმართოს.

თავის მხრივ, სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებმა მინისტრს მოკლე ვადებში სტუდენტთა საცხოვრებლებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების მიმართულებით კონკრეტული ინიციატივები გააცნეს. მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტების განხორციელების საქმეში მათ მხარდაჭერას გაუწევს.

შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები ნუნუ მიცკევიჩი და ვალერიან გობრონიძე ესწრებოდნენ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო