GIPA-ს და ერთ-ერთი უმსხვილესი ინგლისურენოვანი ისტორიული YouTube არხის Kings & Generals-ის თანამშრომლობის ფარგლებში დიდგორის ბრძოლის ამსახველი ვიდეო შეიქმნა

GIPA-ს და ერთ-ერთი უმსხვილესი ინგლისურენოვანი ისტორიული YouTube არხის Kings & Generals-ის თანამშრომლობის ფარგლებში დიდგორის ბრძოლის ამსახველი ვიდეო შეიქმნა. აღნიშნულ ინფორმაციას GIPA ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიდეოს 4 დღეში 130 ათასი ნახვა აქვს და Kings and Generals-ს 2.9 მილიონი გამომწერი ჰყავს. როგორც GIPA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი, მათი ძირითადი მიმართულება, ისტორიის უმნიშვნელოვანესი ბრძოლების ანიმაციური ეკრანიზაციაა.

„Kings and Generals-თან პარტნიორობა GIPA-ს ინიციატივით 2022 წლის იანვარში შედგა და თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ დიდგორის ბრძოლის შესახებ ვიდეო დამზადდა. GIPA-ს მხრიდან სამუშაო პროცესში ჩართულები იყვნენ: GIPA-ს ასისტენტ პროფესორი და ისტორიკოსი ნიკა ხოფერია, რეჟისორი და გადაცემის ავტორი Radio GIPA-ში დავით გურგულია, GIPA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კიწი ხარაბაძე.

Kings and Generals აშუქებს ისტორიის გადამწყვეტ ბრძოლებს, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო გეოპოლიტიკა და ახლა უკვე საქართველოს ისტორიაც მიიღებს კუთვნილ ყურედღებას. GIPA-ს და Kings and Generals-ის პარტნიორობის შედეგად, უპრეცენდენტო რაოდენობის ინგლისურენოვანი მაყურებელი გაიცნობს ქართულ კულტურასა და ისტორიას. მომავალში, პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია თამარ მეფისა და საქართველოს ოქროს ხანის შესახებ ვიდეოს დამზადებაც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო