რატი ბრეგაძე სააკაშვილის კადრების გასაჯაროებაზე - თუ ვინმეს არ მოსწონს სამართლებრივი საფუძველი, ამისთვის არსებობს შესაბამისი გზები, რომელიც გაწერილია კანონმდებლობაში და შეუძლიათ მიმართონ

თუ ვინმეს არ მოსწონს სამართლებრივი საფუძველი, ამისთვის არსებობს შესაბამისი გზები, რომელიც გაწერილია საქართველოს კანონმდებლობაში და შეუძლიათ მიმართონ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს თავდაყირა დაყენების მცდელობას, ამის უფლებას ვერავის მივცემთ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრმა ასევე განმარტა, კანონის რომელი მუხლებით იხელმძღვანელა უწყებამ კადრების გასაჯაროებისას.

„კადრების გასაჯაროებისას და პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ვიხელმძღვანელეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლით, რომლის „ზ“ ქვეპუნქტი - მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის შემთხვევაში და ეს არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით მღელვარების გამოწვევა, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სწორედ ამ მიზნის ასარიდებლად მოხდა გასაჯაროება კადრების. ამავდროულად, დავიცავით თანაზომიერების პრინციპი, რომლის თანახმადაც, რადგანაც გვჭირდებოდა ზემოთ ხსენებული ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევა, მივიღეთ შესაბამისი პროპორციული ზომები. იგივე სამართლებრივი საფუძველი მოცემულია, მათ შორის, ევროპული კონვენციის მერვე მუხლში. თუ ვინმეს არ მოსწონს სამართლებრივი საფუძველი, ამისთვის არსებობს შესაბამისი გზები, რომელიც გაწერილია საქართველოს კანონმდებლობაში და შეუძლიათ მიმართონ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს თავდაყირა დაყენების მცდელობას, ამის უფლებას ვერავის მივცემთ, ბუნებრივია, მკაცრად სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო