ხათუნა სამნიძე - ჰააგის ინფორმაციით, კიდევ ერთხელ გაეცა პასუხი ოკუპანტებს - ასევე პასუხი გაეცა "ქართული ოცნების" სამარცხვინო პროპაგანდას, რომ ომი დაიწყო საქართველოს მხარემ

ჰააგის ინფორმაციით, კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ 2008 წლის ომში საქართველოს მხარეს არავითარი ბრალეულობა არ არსებობს , - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ჰააგის სასამართლომ პასუხი გაეცა პირველ რიგში ოკუპანტებს, შემდეგ კი "ქართული ოცნების" განცხადებებს ომთან დაკავშირებით.

"ამ ინფორმაციით, კიდევ ერთხელ გაეცა პასუხი ოკუპანტებს და მათ მიერ დაწყებულ ომს საქართველოში. ამ გამოძიების დასრულებით და პირველადი ინფორმაციით, ცხადია, რომ საქართველოს მხარეს არავითარი ბრალეულობა არ არსებობს. ამ ინფორმაციით, ასევე პასუხი გაეცა "ქართული ოცნების" პროპაგანდას, რომელიც არაერთხელ მოგვისმენია, რომ ომი დაიწყო საქართველოს მხარემ, ამ სამარცხვინო პროპაგანდასაც გასცა ჰააგის ამ ინფორმაციამ კიდევ ერთხელ პასუხი - პირველ რიგში ოკუპანტებს და შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას", - განაცხადა სამნიძემ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები ეჭვმიტანილი პირების: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოში წარსადგენად.

"დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან, გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მე უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან ოცი წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემმა ოფისმა გადაწყვიტა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა",- აღნიშნულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში