პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხათუნა სამნიძესა და ირაკლი ქადაგიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ, დეპუტატებს ხათუნა სამნიძესა და ირაკლი ქადაგიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. დეპუტატებს შორის ხმამაღალი კამათი, რატი ბრეგაძის გამოსვლას მოჰყვა, როცა მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან ერთ-ერთი მსჯავრდებულის დამდგარ საქმეზე ამონარიდი წაიკითხა, სადაც მისი წამებისა და გაუპატიურების ფაქტზეა საუბარი.

ბრეგაძემ აღნიშნულის წაკითხვა ოპოზიციის საპასუხოდ გადაწყვიტა, რომელმაც კითხვა იუსტიციის მინისტრს პრეზიდენტ სააკაშვილის წამების შესახებ დაუსვეს.

ხათუნა სამნიძემ ადგილიდან მინისტრს დაუსვა კითხვა, თუ რა საჭირო იყო აღნიშნული საქმის პარლამენტის ტრიბუნიდან წაკითხვა, რასაც თავის მხრივ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილისა და მისი სხვა კოლეგების პროტესტი მოყვა.

„რასაც ეგენი აკეთებდნენ სწორედ ეს იყო წამება. ქვეყანას სტრესში ამოხადეთ სული. წამება იყო ის, რაზეც მინისტრი საუბრობს. გათახსირდნენ ამ უპრინციპობით...“- განაცხადა ქადაგიშვილმა ხათუნა სამნიძის მისამართით.

თავის მხრივ, სამნიძემ მმართველ გუნდს ურჩია „ეს ამბავი დაამთავრონ და გაიხედონ წინ“.

„თქვენ სად იყავით იმ დროს - ხმა არ ამოგიღიათ საერთოდ“,- მიმართა სამნიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო