ანა ნაცვლიშვილი რატი ბრეგაძეს - იმ ცხრა წელში, რაზეც ხმამაღლა საუბრობთ, სად იყავით? - ერთი შემთხვევა მაინც მოიყვანეთ, როდესაც პატიმრების წამება სადმე, საკუთარი სამზარეულოს გარდა, გაგიპროტესტებიათ

ერთი შემთხვევა მაინც მოიყვანეთ, როდესაც ციხეში პატიმრების წამება, ან მძიმე უფლებადარღვევები სადმე, საკუთარი სამზარეულოს გარდა, გააპროტესტეთ , - ასე მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, პარლამენტის პლენარულს სხდომაზე.

ნაცვლიშვილმა მინისტრს მოუწოდა, რომ საკუთარი ბიოგრაფია საზოგადოებას გააცნოს.

„კარგი იქნება, რომ თქვენი ბიოგრაფიული მონაცემები გააცნოთ საზოგადოებას. აი, იმ ცხრა წელში, რომელზეც ასე ხმამაღლა საუბრობთ - გვითხარით, სად იყავით და რას აკეთებდით, ჩამოთვალეთ თითოეული წელი და ერთი შემთხვევა მაინც მოიყვანეთ, როდესაც პატიმრების წამება ციხეში, ან მძიმე უფლებადარღვევები სადმე, საკუთარი სამზარეულოს გარდა, თუ გაგიპროტესტებიათ. მაშინ იყო პროტესტები კი, რამდენიმე ადამიანი ვბედავდით ხოლმე, ხან სამი ვიდექით ქუჩაში, ხან - ხუთი, მაგრამ თქვენ რას აკეთებდით, „წვრილად“ მოგვიყევით. რატომ აძლევთ თავს უფლებას, რომ ასე ესაუბროთ მაგალითად, ხათუნა სამნიძეს. მოგვიყევით თქვენი ბიოგრაფია, გაგვაცანით ერთი, ვინ ბრძანდებით“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო