რატი ბრეგაძე - 2005 წლიდან 2011 წლის ნოემბრამდე ვიყავი გერმანიის რესპუბლიკაში - რა გინდათ, განათლება არ უნდა მიმეღო, აღარ მესწავლა?

2005 წლიდან 2011 წლის ნოემბრამდე ვიყავი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - რა გინდათ, განათლება არ უნდა მიმეღო, აღარ მესწავლა?, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვას, თუ რა გააპროტესტა და სად იყო წინა ხელისუფლების დროს.

მან დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს მიმართა, რომ თავის ბიოგრაფიას "საზეიმო ვითარებაში" გადასცემს.

„2011 წლის 26 ოქტომბერი იყო, როდესაც ჰამბურგის უნივერსიტეტში დისერტაცია დავიცავი და 2011 წლის 1-ელი ნოემბერი იყო, როდესაც დავბრუნდი საქართველოში. 2011 წლის დეკემბრიდან, როდესაც ფუძნდებოდა „ქართული ოცნება“, აქტიურად ვიყავი ამ საქმიანობაში ჩართული.

დანარჩენ ცხრა წელს რაც შეეხება, თუ გინდათ აქვე მოგიყვებით, ან გადმოგცემთ საზეიმო ვითარებაში ჩემს ბიოგრაფიას. 2005 წლიდან 2011 წლის 1-ელ ნოემბრამდე ვიყავი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. რა გინდათ, განათლება არ უნდა მიმეღო? აღარ მესწავლა?.

2008 წელს, როდესაც არ იყო საქართველოში რეისები და დიდი სურვილი მქონდა, რომ აქ ვყოფილიყავი, რადგან ჩემი მცირეწლოვანი შვილი მაშინ აქ იმყოფებოდა და წარმოგიდგენიათ, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მშობელს შვილთან, როდესაც ომია და შენი შვილი სხვა ქვეყანაშია, შენ სხვა ქვეყანაში. არ იყო რეისები, არ სრულდებოდა რეისები საქართველოში და საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად ვაპროტესტებდი რუსეთის აგრესიას - აი, რას ვაკეთებდი“, - განაცხადა ბრეგაძემ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა