იუსტიციის მინისტრი პრობაციონერთა საორიენტაციო კურსის პროექტზე - ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალება, როდესაც თავად პრობაციონერი მოქმედებს იმ მიმართულებით, რომ სხვამ აღარ ჩაიდინოს დანაშაული

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კანონმდებლებს პრობაციონერთა შორის განმეორებითი დანაშაულის პრევენციისკენ მიმართული პროექტები გააცნო და უწყების ბენეფიციარებისთვის შექმნილ სარეაბილიტაციო პროგრამებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ყველაზე ეფექტური საშუალებაა, როდესაც თავად პრობაციონერი მოქმედებს იმ მიმართულებით, რომ სხვამ დანაშაული აღარ ჩაიდინოს.

„დასრულდა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეაბილიტაციო პროგრამების განახლება. სააგენტოში მოქმედებს ფსიქო-სოციალური, პრო-სოციალური, დამოკიდებულებების დაძლევის და ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამები, ასევე, ცალკეული სარეაბილიტაციო პროგრამა ქალი ბენეფიციარებისთვის და ყოველივე მათგანი ხაზს უსვამს ჩვენს კომპლექსურ მიდგომას, რათა ხელი შევუწყოთ ბენეფიციართა მხრიდან დანაშაულის გააზრებას“, - განაცხადა მინისტრმა.

რატი ბრეგაძემ პირობით მსჯავრდებულების მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიმართულებით დაგეგმილ პროექტზეც ისაუბრა და კანონმდებლებს პრობაციონერთა საორიენტაციო კურსის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ცოტა ხნის წინ საბოლოოდ დამუშავდა პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს, მაგალითისთვის გეტყვით, თავად პრობაციონერების ჩართულობას და მათ სპეციალურ პროგრამაში მონაწილეობას, რომელიც მიზნად ისახავს სწორედაც, რომ დანაშაულის გააზრებას, რაც ხელს უწყობს შემდგომ ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციას და ყველაზე ხაზგასასმელი არის ის გარემოება, რომ როდესაც გადამზადდებიან უშუალოდ პრობაციონერები, უკვე შემდგომ პრობაციონერებს თავად ისინი ჩაუტარებენ ტრენინგებს და დამეთანხმებით, რომ ეს იქნება საკმაოდ კარგი მაგალითის მომცემი, როდესაც უშუალოდ ადამიანი, რომელმაც სამწუხაროდ ჩაიდინა დანაშაული და დაადგა ამ გზას, თავად უხსნის სხვებს, თუ როგორ უნდა აარიდონ თავი დანაშაულის ჩადენას და ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალება, როდესაც თავად პრობაციონერი მოქმედებს იმ მიმართულებით, რომ სხვამ აღარ ჩაიდინოს დანაშაული და დამეთანხმებით, ეს იქნება საკმაოდ კარგი პროგრამა, რასაც ჰქვია პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრი პრობაციონერების ინფორმირების ხელშეწყობისა და მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის მიმართულ ღონისძიებებსაც შეეხო.

„მივიღეთ გზამკვლევი პრობაციონერებისთვის, რომელიც ურიგდება პრობაციონერებს და იქ აღწერილი არის ყველა ის საჭირო მოქმედება, რომელიც მათ უნდა განახორციელონ და ბუნებრივია, ესეც მიმართულია იქითკენ, რომ მათ არათუ დანაშაული, არამედ სხვა ტიპის სამართალდარღვევაც არ ჩაიდინონ, დროულად გამოცხადდნენ, დროულად დაიცვან გამოცხადების რეჟიმი და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ისინი არათუ დანაშაულის ჩადენისგან, არამედ სხვა სამართალდარღვევებისგანაც კი დავიცვათ ჩვენ თვითონ, რადგან თავიდან ბოლომდე ორიენტირებულნი ვართ მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციისთვის“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო