ანა ნაცვლიშვილი რატი ბრეგაძეს - რატომ დავიდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული მხოლოდ ოთხ ორდერზე? - დანაშაული მხოლოდ ოთხმა ადამიანმა - სამმა სეპარატისტმა და ერთმა რუსმა გენერალმა ჩაიდინა?!

რატომ დავიდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული მხოლოდ ოთხ ორდერზე? - დანაშაული მხოლოდ ოთხმა ადამიანმა - სამმა სეპარატისტმა და ერთმა რუსმა გენერალმა ჩაიდინა?! - ამ განცხადებით მიმართა იუტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილმა მინისტრისგან მოითხოვა ანგარიში ჩააბაროს საზოგადოებას, რა გააკეთა იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოს მხოლოდ ოთხი ორდერი არ გამოეცა და საქართველოს ინტერესები დაცული ყოფილიყო.

“დღეს საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაასრულა და თქვა, რომ საქართველოს მხარეს დანაშაული არ ჩაუდენია. ეს არ უნდა თქვათ?! თუ არ იცით? მინდა ყველას მივულოცო, ვისაც ეს გაუხარდა! ამავე დროს, არის ერთი ძალიან სერიოზული საკითხი, რომელსაც პასუხი თქვენ უნდა გასცეთ - რატომ დავიდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული მხოლოდ ოთხ ორდერზე - მხოლოდ ოთხმა ადამიანმა: - სამმა სეპარატისტმა და ერთმა რუსმა გენერალმა ჩაიდინა ეს დანაშაული?! საზოგადოებას უნდა ჩააბაროთ ანგარიში რა გააკეთა თქვენმა უწყებამ იმისთვის, რომ ჰააგაში ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაცული ყოფილიყო! 2015 წელს, როდესაც ჰააგაში უმნიშვნელოვანესი საკითხი წყდებოდა - გააფართოებდა თუ არა გამოძიებას და გამოიძიებდა თუ არა ჰააგა გიორგი ანწუხელიძის წამების საქმეს, სახელმწიფოს წარმომადგენელი ვეძებე და ვერც დერეფნებსა და ვერც სხდომათა დარბაზში ვერ ვნახე!“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაასრულა. გამოძიების შედეგად პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენი არიან: გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, გამლეტ გუჩმაზოვი და დავით სანაკოევი. გამოძიების ფარგლებში ასევე გამოკვეთილია რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილის ვიაჩესლავ ბორისოვის როლი, თუმცა ის გარდაცვლილია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო