არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე" -  საკითხზე, სადაც იმუქრებოდნენ, რომ ქარიშხალს მოგვიწყობდნენ, სიოც კი არ ქრის დარბაზში

საკითხზე, სადაც იმუქრებოდნენ, რომ ქარიშხალს მოგვიწყობდნენ, სიოც კი არ ქრის დღეს დარბაზში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას შეეშინდა დებატების.

„დარბაზში ვერ ვხედავთ სად არის მთავარი ოპოზიცია. უკვე მერამდენე სხდომაა, არც ეკონომიკა, არც განათლება, არც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, არც ევროინტეგრაცია და ახლა უკვე არც იუსტიციის სისტემა ე.წ. მთავარ ოპოზიციას არ აინტერესებს. სინამდვილეში მათ შეეშინდათ პოლიტიკური დებატების და ზუსტად იმ საკითხზე, სადაც იმუქრებოდნენ, რომ ქარიშხალს მოგვიწყობდნენ, არსად ჩანან და ხედავთ რომ არათუ ქარიშხალი არამედ, სიოც კი არ ქრის აქეთ მიმართულებით დღეს დარბაზში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.

მან ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს დარბაზში შემოსვლისა და დებატებში ჩართვისკენ მოუწოდა.

„პარლამენტში პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი დებატებია და როდესაც დებატებს გაურბიხარ და ემალები, რაღა მთავარ ოპოზიციაზე უნდა გქონდეთ პრეტენზია", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში