იუსტიციის მინისტრი ჰააგაზე - კიდევ ერთხელ დადასტურდა ქართველი ხალხის სიმართლე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის შეფასებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა „ქართველი ხალხის სიმართლე“.

როგორც რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, გამარჯვება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში იქნა მოპოვებული.

„ვისარგებლებ შემთხვევით და აუცილებლად მოგილოცავთ ყველას, რადგან გადაწყვეტილების შემდეგ და მთელი გამოძიების პერიოდში გამოიკვეთა ოთხი ადამიანის ბრალეულობა, რომელიც იყო მოწინააღმდეგე მხარეს და კიდევ ერთხელ დადასტურდა ქართველი ხალხის სიმართლე და ეს გამარჯვება დიახ, მოპოვებული იყო სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში, ჩვენ დავადასტურეთ სიმართლე, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის ქართველ ხალხს“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, რატი ბრეგაძის თქმით, სახელმწიფოს არასდროს ავიწყდება, რომ საქართველო ოკუპირებულია.

მინისტრის განცხადებით, ყველას ვალია იზრუნოს დეოკუპაციასა და ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე, რადგან სწორედ მშვიდობიანი განვითარებაა ერთადერთი გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში.

„იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შეხვედრების ყველა ოთახს ჰქვია ოკუპირებული ტერიტორიების სახელი, ეს არის ჩვენი კურსი, მთლიანად სახელმწიფოს კურსი, რომელსაც არასდროს ავიწყდება, რომ დიახ, საქართველო არის ოკუპირებული სახელმწიფო და თითოეული ჩვენგანის ვალია ვიზრუნოთ დეოკუპაციაზე, ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე. სწორედ მშვიდობიანი განვითარება არის ერთადერთი გამოსავალი მთელ შექმნილ სიტუაციაში და დარწმუნებულ ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით და გონივრული ნაბიჯებით, ამას აუცილებლად მივაღწევთ“, - დასძინა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო