გიგი წერეთელი - შეიძლება მიხეილ სააკაშვილს კარგი აქვს მოვლა, ღიმილიც არის და  სითბოც, მაგრამ ფაქტი ერთია, მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება - გავრცელებულ კადრებში ჩანს ადამიანის ტრაგიკული ამბავი

შეიძლება მოვლა კარგი აქვს, ღიმილიც არის, სითბოც არის, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება, შედეგი არის ცუდი , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

გიგი წერეთლის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებში „ადამიანის ტრაგიკული ამბავი“ ჩანს.

„ფაქტი რომ ხელისუფლებამ შეგნებულად არ აჩვენა მიხეილ სააკაშვილი, ეს უკვე კარგი ინდიკატორი იყო იმისა, რომ ცუდად გამოიყურება.

რა კადრებიც არ უნდა იყოს, იქ ჩანს ადამიანის ტრაგიკული ამბავი. ის ნამდვილად არ არის კარგად. დღეს კი არა, თვეების წინ ვამბობდი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიგი წერეთლის თქმით, როდესაც ევროპარლამენტარების გამოსვლებს უყურებდა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდნენ, მათი დიდი ნაწილი წარსულში არასდროს ყოფილა მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივარი.

„ვუსმენდი ევროპარლამენტში გამოსვლებს, თითქმის ყველას ვიცნობ. იქ ისეთი ხალხიც იყო, ვინც მაინც და მაინც გულშემატკივარი არასდროს არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილის და არც „ნაციონალური მოძრაობის“, პირიქით, შეიძლება გვეფიქრა, რომ ხელისუფლებასთან უფრო სიმპათიები აქვთ, სჯერათ მათი, მაგრამ თითქმის ყველა ეს ადამიანი გამოვიდა და თქვა, რომ უნდა მოხდეს ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანა, განთავისუფლება თუ ა.შ. ამ ხალხს ხომ ინფორმაცია ჩვენგან არ მისდის მხოლოდ, ძალიან ბევრი სანდო წყაროთი მისდის, თავიანთი საელჩოებიდან აქვთ, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ესე იგი იციან, რომ ცუდადაა. იქაც ზუსტად იციან, რომ მისი მდგომარეობა ცუდია და ამიტომ არიან ასე აღელვებულები“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო