არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაცვლად, თქვენ ზრუნავთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე, რათა ამით პოლიტიკური ტემპერატურა მიიღოთ

დღემდე არ მოგვისმენია იუსტიციის მინისტრის ღია, გახსნილ და გულწრფელ შეთავაზებაზე სააკაშვილის გარემოცვის და მისი ადვოკატების პასუხი, რითაც წერტილი დაუსვა სპეკულაციებს სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც "მინისტრის საათის" ფორმატში, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია არ ეთანხმებოდა პენიტენციური სისტემის ექიმების და საქართველოს სამოქალაქო ჯანდაცვის გუნდის მუშაობას და მიაჩნიათ, რომ ჯანმრთელობის გაუმჯობესება არ დგება, ვინაიდან ექიმები ვერ აკეთებენ თავის საქმეს. იუსტიციის მინისტრმა შესთავაზა მათ, რომ ნებისმიერი ქვეყნიდან, ნებისმიერი პროფილის ექიმი შერჩეულიყო, ჩამოგვეყვანა და ისინი გაძღოლოდნენ სააკაშვილის მკურნალობის პროცესს. თუმცა, როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, შემთხვევითი არაა, რომ ამ შეთავაზებაზე დღემდე არავითარი რეაქცია და პასუხი არ არის, რაც სამწუხაროდ, კლინიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ნინო ნადირაძის განცხადებას ადასტურებს იმასთან დაკავშირებით, რომ ექიმებზე, პოლიტიკური მოტივაციებით არის ზეწოლა.

„ჩემთვის იყო საგანგაშო, როდესაც ექიმმა თქვა, რომ მას აქვს შეგრძნება და კიდევ უფრო რწმუნდება იმაში, რომ სააკაშვილის გარემოცვის მოტივაცია და მიზანი მის ჯანმრთელობასთან და მკურნალობასთან დაკავშირებით არ ემთხვევა ექიმების ძალისხმევას, რომ უმკურნალონ და შეინარჩუნონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს ნიშნავს, რომ ექიმმა პირდაპირ, საჯაროდ თქვა, - ექიმებზე არის ზეწოლა პოლიტიკური მოტივაციებით.

გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ ასრულებს სამკურნალო და კვებით რეკომენდაციებს და ოპოზიცია ამაში უტიფრად და ცინიკურად სახელმწიფოს და ექიმებს ადანაშაულებს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ მინისტრის შეთავაზებაზე პასუხი უნდა გქონოდათ. მაგრამ პასუხი არის ის, რომ ექიმების ნაცვლად თქვენ შეარჩიეთ მეტი ლობისტები, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაცვლად, თქვენ ზრუნავთ იმაზე, რომ გაუარესდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამით, პოლიტიკური ტემპერატურა მიიღოთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის