რატი ბრეგაძე - ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის წევრობის პერიოდში მხოლოდ ერთხელ იყო პენიტენციურ დაწესებულებებში - სურეალისტური შეხედულებები აქვს სისტემაზე

ანა ნაცვლიშვილი მისი პარლამენტის წევრობის პერიოდში მხოლოდ ერთხელ იყო პენიტენციურ დაწესებულებებში, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის მიერ დასმულ კითხვას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვის დროს.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მხოლოდ და მხოლოდ წარმოსახვებსა და წარმოდგენებს სეროზულად ვერ უპასუხებს.

„რა უნდა ვუპასუხო ქალბატონ ანა ნაცვლიშვილის კითხვაზე პენიტენციური სისტემის შესახებ, როდესაც ის, მისი პარლამენტის წევრობის პერიოდში მხოლოდ ერთხელ იყო პენიტენციურ დაწესებულებებში და ნამდვილად სურეალისტური შეხედულებები აქვს ამ სისტემაზე", - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო