SOLO ჰარი პოტერი™-ს საკონცერტო კინოჩვენების სერიას იწყებს. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ფილიმის „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა™“ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით იქნება შესაძლებელი.
„14 იანვარს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში პირველად, ქართველ მაყურებელს ექნება შესაძლებლობა, SOLO-სთან ერთად უყუროს ფილმს „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა™“ ჯონ უილიამსის დაუვიწყარი საორკესტრო ნაწარმოების ცოცხალი შესრულების თანხლებით.
„ჰარი პოტერი™-ს საკონცერტო კინოჩვენების“ ფარგლებში, ფილმს „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა™“ მუსიკალურად გააფორმებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი საერთაშორისოდ აღიარებული ბრიტანელი დირიჟორის, ტიმოთი ჰენტის ხელმძღვანელობით.
კრიტიკოსების მიერ აღიარებული ტიმოთი ჰენტის მუსიკალური კარიერა მრავალ მსოფლიო დონის ვარსკვლავთან ერთად შესრულებულ კონცერტებს ითვლის. ის დირიჟორობდა ისეთი საერთაშორისო დონის სოლისტების გამოსვლებს, როგორებიც არიან მაქსიმ ვენგეროვი, ვეინ მარშალი, ალფი ბო, შლომო მინცი და სხვა. ენტონი ბეიკერთან თანამშრომლობით, მან შექმნა გილბერტისა და სალივანის დაკარგული ოპერის „თესპისის“ ახალი ვერსია. იგი ასევე დირიჟორობს საორკესტრო კინოჩვენებებს, მათ შორის CineConcerts-ისა და Warner Bros. Consumer Products-ის მიერ შექმნილ წარმოდგენებს, რომელთა რიცხვსაც მიეკუთვნება: ჰარი პოტერი, გლადიატორი, ნათლია, ცხოვრება მშვენიერია, Star Trek: The Ultimate Voyage და მრავალი სხვა“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, CineConcerts-ისა და Warner Bros. Consumer Products-ის ინიციატივით, „ჰარი პოტერი™-ს საკონცერტო კინოჩვენებები“ 2016 წლიდან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება და პრემიერის პირველი დღიდან მოყოლებული, უკვე სამმა მილიონმა ადამიანმა შეაბიჯა ჰარი პოტერი™-ს ჯადოქართა სამყაროში. 2025 წლამდე მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, მსოფლიოს 48-ზე მეტ ქვეყანაში 1434 კონცერტი არის დაგეგმილი. კინოჩვენებების პარტნიორის, SOLO-სა და Mastercard-ის მხარდაჭერით კი, ამ ქვეყნების რიცხვშია საქართველოც.
„SOLO-ს, როგორც კინოჩვენებების პარტნიორის ინიციატივით, წელს ქართველი მომხმარებლები დაუვიწყარი გამოცდილების ნაწილი გახდებიან - მათ ექნებათ შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ შეაღონ კარი ჰარი პოტერი™-ს ზღაპრულ სამყაროში, მოუსმინონ ჯონ უილიამსის ნაწარმოებების საორკესტრო შესრულებას, იმოგზაურონ საყვარელი გმირების კვალდაკვალ და შექმნან დაუვიწყარი მოგონებები,“- განაცხადა „საქართველოს ბაკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ეთერ ირემაძემ.
„ფილმში „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა™“ საკუთარ მეთერთმეტე დაბადების დღეზე, ჰარი პოტერი™ იგებს, რომ მისი მშობლები ჯადოქრები არიან და მას მაგიური ძალა გააჩნია. ჰოგვორტსის სკოლაში ჯადოქრობის ხელოვნების დაუფლების, ქვიდიჩის შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებისა და „ცოცხალი“ ჭადრაკის თამაშის პარალელურად, ის ბოროტ ჯადოქართან საბრძოლველად ემზადება, რომელსაც მისი განადგურება სურს.
როგორც ჯასტინ ფრიერი, CineConcerts-ის პრეზიდენტი და ჰარი პოტერი™-ს კინო-კონცერტების სერიის პროდიუსერი და დირიჟორი განმარტავს, „ჰარი პოტერი™-ს ფილმების სერია ის იშვიათი კულტურული ფენომენია, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ჰარი პოტერი™-ს მოყვარულებს ვაძლევთ შესაძლებლობას, იხილონ საყვარელი ფილმები სიმფონიური ორკესტრის მიერ ჯილდოს მფლობელი ნაწარმოებების შესრულების თანხლებით. ეს დაუვიწყარი გამოცდილებაა“.
ბრედი ბობიენი, CineConcerts-ისა და ჰარი პოტერი™-ს კინო-კონცერტების სერიის პროდიუსერი, კი აღნიშნავს, რომ „ჰარი პოტერი™ მთელ მსოფლიოში აღფრთოვანების სინონიმად იქცა. ვიმედოვნებთ, რომ კინოჩვენება, ჯონ უილიამსის მუსიკალური ნაწარმოებების შესრულების თანხლებით, მაყურებელს ჯადოქართა სამყაროში დააბრუნებს“.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და მათი შეძენა 31 დეკემბრამდე მხოლოდ SOLO Mastercard World Elite ბარათით იქნება შესაძლებელი. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ tkt.ge-ს.
ჰარი პოტერი™-ს ფილმების კონცერტების სერიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.harrypotterinconcert.com.