თამარ ბარკალაია შშმ პირთა უფლებების კანონის აღსრულების საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დაესწრო

თამარ ბარკალაია შშმ პირთა უფლებების კანონის აღსრულების საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დაესწრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, რთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს „შეზღუდული შესაძლებლობის შრომის, ჯანმმქონე პირთა უფლებების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს“ კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოსთან არსებული ოთხი კომიტეტის ერთი წლის მუშაობის შედეგები წარმოადგინეს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომა მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ წარმართა, რომელმაც ინკლუზიური პოლიტიკის შექმნისთვის საბჭოს მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

„ასევე ყურადღება გაამახვილა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელზე გადასვლის რეფორმის მნიშვნელობაზე, დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის მიმდინარე პროცესსა და სოციალური სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხზე მუნიციპალურ დონეზე.

ღონისძიებას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი რატი იონათამიშვილი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე დავით მელუა, კომიტეტების წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

შეხვედრა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ფარგლებში - „გზა შინისკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული ზრუნვის სერვისების განვითარება საქართველოში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.