კრემლი - ვლადიმერ პუტინი უკრაინის სპეცოპერაციაში ჩართული ჯარების შტაბს ეწვია

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" ჩართული სამხედრო ნაწილების გაერთიანებულ შტაბს ეწვია, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსპიკერზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

პესკოვის თქმით, პარასკევს პუტინმა მთელი დღე გაატარა იქ, გაეცნო შტაბის მუშაობას, მოისმინა ანგარიში ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შესახებ და ასევე გამართა შეხვედრები მეთაურებთან.

რუსული ტელეარხებით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შეხვედრებს თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვიც დაესწრნენ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი