ირაკლი ღარიბაშვილი - არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციისა და მედეგობის საჭიროება ენერგოუსაფრთხოების სფეროში

არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციისა და მედეგობის საჭიროება ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთში, ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა ბუნებრივად აქცევს ქვეყანას დასავლეთსა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად, ისევე, როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების კარიბჭედ.

„მადლობა მინდა გადავუხადო რუმინეთის მხარეს ღონისძიების მასპინძლობისა და ორგანიზებისთვის, რომელიც ისტორიული მნიშვნელობის არის. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს მისი მხარდაჭერისთვის ამ პროექტის მიმართ. არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციის და მედეგობის საჭიროება, ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად. საქართველო გეოსტრატეგიული მდებარეობა ბუნებრივად გვაქცევს დასავლეთსა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად, ისევე, როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების კარიბჭედ, რაც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის დაკავშირებადობის რუკაზე სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგორესურსების მიწოდების კონტექსტში. ამიტომ უმთავრეს პრიორიტეტად ვაქციეთ დაკავშირებადობა და განსაკუთრებული ხედვა შევიმუშავეთ კავკასიის რეგიონისა და ევროპის დასაკავშირებლად“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა,

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ენერგიის, ციფრული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და მოდერნიზაციის მიმართულებით ინვესტიციებს აქტიურად ახორციელებს.

„ენერგიის, ციფრული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და მოდერნიზაციის მიმართულებით ინვესტიციებს აქტიურად ვახორციელებთ. ეს სექტორები შესაბამისობაში მოგვყავს ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან, ისევე როგორც იმ ვალდებულებებთან, რომლებიც ასოცირების შეთანხმებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით, საერთო საავიაციო სივრცის შესახებ შეთანხმებითა და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების ფარგლებში ვიკისრეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ჯეიმი ფლაი - უკრაინელებმა მთელი მსოფლიო დაარწმუნეს, რომ მზად არიან დაიცვან თავის ქვეყანა, მიუხედავად საშინელი საფრთხისა, რომლის წინაშეც იდგა უკრაინის ბევრი ოფიციალური პირი და უკრაინელი ხალხი
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
SWEFLAND Group ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის - ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი სოლიდარობის ფონდთან
IDS ბორჯომსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა