ურსულა ფონ დერ ლაიენი - შავი ზღვის ორი სანაპირო არასდროს ყოფილა უფრო ახლოს - მოხარული ვარ, რომ რუმინეთის, უნგრეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შეთანხმება ამხელა აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიებზე

მოხარული ვარ, რომ რუმინეთის, უნგრეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შეთანხმება ამხელა აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიებზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერში“ წერს.

„შავი ზღვის ორი სანაპირო არასდროს ყოფილა უფრო ახლოს. მოხარული ვარ, რომ რუმინეთის, უნგრეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შეთანხმება ამხელა აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიებზე. ახლა ჩვენ ვაგებთ უფრო მტკიცე ენერგეტიკულ ურთიერთკავშირებს“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელმა შეიძლება უზრუნველყოს საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან.

„შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელი ახალი გადამცემი ხაზი და შესაძლებლობებით სავსე მარშრუტია! მან შეიძლება საქართველოს ინტეგრაცია უზრუნველყოს ჩვენს ენერგეტიკულ ბაზართან და ელექტროენერგია მიაწოდოს ჩვენს მეზობლებს - დასავლეთ ბალკანეთს, მოლდოვასა და, რა თქმა უნდა, უკრაინას. მოდით, ერთად ვიმუშაოთ და რეალობად ვაქციოთ ეს ინიციატივა!"- წერს უსრულა ფონ დერ ლაიენი.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში