ანა დოლიძე - მივმართავ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ჯანმრთელობის უფლების საკითხში, ჩამოვიდეს საქართველოში და შეისწავლოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მივმართავთ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ჯანმრთელობის უფლების საკითხში ტალალე მოფონჟეკს (Tlaleng Mofokeng), პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი ავტორიტეტი სამედიცინო სფეროში და ამავე დროს, თავად არის კვალიფიციური ექიმი, დაუყოვნებლივ ჩამოვიდეს საქართველოში და შეისწავლოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამისად, მისი მანდატიდან გამომდინარე რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას, - ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

დოლიძე სხვა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, აღნიშნულ ინიციატივას შეუერთდნენ.

„აღსანიშნავია, რომ გაეროს წარმომადგენელს მანდატი აძლევს სრულ უფლებამოსილებას და შესაძლებლობას დაუყოვნებლივი მოქმედებისათვის მსგავს კრიზისულ ვითარებაში. ჩვენ არ ვდებთ ფსონებს არცერთ მხარეზე, ვინაიდან ეს დაპირისპირება ღუპავს ქვეყანას, ჭეშმარიტი ინტერესი ჩვენი ქვეყნის და ხალხის არის გაერთიანება. ჩვენი ინტერესი არის საქართველომ გადალახოს აღნიშნული კრიზისი და წავიდეს წინ. შესაბამისად, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს შემოუერთდნენ აღნიშნულ მიმართვას და დაუყოვნებლივ გავაგზავნით დოკუმენტს გაეროს შტაბბინაში, ნიუ იორკში”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა