უილიამ ბერნსი - უკრაინასთან ომში რუსეთი რეალური მოლაპარაკებისთვის განწყობილი არ არის

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსი უილიამ ბერნსი მიიჩნევს, რომ უკრაინასთან ომის მომენტში, რუსეთი რეალური მოლაპარაკებისთვის განწყობილი არ არის.

ამის შესახებ მან გამოცემა PBS-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„კონფლიქტების უმეტესობა მოლაპარაკებებით სრულდება, მაგრამ ამას რუსების მხრიდან სერიოზულობა სჭირდება, რასაც, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ვერ ვხედავთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ გვჯერა, რომ რუსები ამჟამად სერიოზულად არიან განწყობილნი რეალურ მოლაპარაკებებზე", - აცხადებს ბერნსი.

ამავდროულად, დაზვერვის ხელმძღვანელის აზრით, მცდარია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რწმენა, რომ ის ომის გაგრძელებას კიდევ დიდხანს შეძლებს და ხელს არაფერი შეუშლის.

„ვფიქრობ, ის ცდება ამ ფსონის დადებაში ისევე, როგორც ცდებოდა, ღრმად ცდებოდა ფსონის დადებაში 24 თებერვალს, როდესაც მან ეს ომი დაიწყო“, - აღნიშნა ბერნსმა.

მისივე თქმით, რუსი სამხედროები ახლა „ძლიერ არიან ნაცემი“, უკრაინელი სამხედროები კი, მოტივირებულები არიან, განაგრძონ ზეწოლა და განავითარონ წარმატებები ბრძოლის ველზე.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელებსაც სჭირდებათ დრო ხელახალი აღჭურვისა და მომარაგებისთვის.

ბერნსმა ასევე აღნიშნა, რომ მისი უწყება დღემდე ვერ ხედავს ნათელ მტკიცებულებებს რუსული გეგმების შესახებ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
ვასო ურუშაძე - საქართველოში ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრების საუკუნოვანი გამოცდილებაა, რასაც ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბების იდეის რეალობად ქცევა შეუძლია
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები