გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას" უნდოდა სააკაშვილი ჰააგის ტრიბუნალზე ეხილათ, მაგრამ ამას ვერ მიიღებენ - ეს არის პასუხი პრორუსული, ანტიქართული დეზინფორმაციის, რომელსაც „ოცნება“ ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ აწარმოებდა

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის პასუხი „10 წლის განმავლობაში პრორუსული, ანტიქართული დეზინფორმაციის, რომელსაც მოღალატეობრივი ,,ქართული ოცნება" ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ აწარმოებდა”.

ვაშაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ყველა ბრალდება, რომელსაც “კობახიძეები და მისი დამქაშები” ქართველი მხარის წინააღმდეგ წარადგენდნენ, გაქარწყლდა.

„10 წელი ,,ქართული ოცნება" გვიმტკიცებდა, რომ ომი დაიწყო საქართველომ, 10 წელი ადანაშაულებდნენ წინა ხელისუფლებას, რომ მათ განახორციელეს უკანონო ქმედებები, 10 წელი ეს ადამიანები მიზანმიმართულად მუშაობდნენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, მიუხედავად ამისა, სამართლიანობამ იზეიმა. სასამართლოშიც არ წარდგენილა საქმეები ქართულ მხარესთან მიმართებით, რატომ? -იმიტომ, რომ მტკიცებულება იოტისოდენაც არ არსებობს, რომ რაიმე დანაშაული მიუძღვის ჩვენს მხარეს. წარედგინა ბრალი რუსეთის მხარეს და მათ მარიონეტულ რეჟიმს, მაგრამ მთავარი - ვთქვათ, რა უნდოდა ამ 10 წლის განმავლობაში ,,ქართულ ოცნებას"?! - მათ უნდოდათ მიხეილ სააკაშვილი ჰააგის ტრიბუნალზე ეხილათ, მაგრამ ამას ვერ მიიღებენ. მიზანმიმართულად, დანაშაულებრივად იმოქმედეს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. უფრო მეტსაც გეტყვით - აქ რომ პატრიოტი ხელისუფლება ყოფილიყო, ეს ბრალი ჰააგის ტრიბუნალზე წარდგენილი იქნებოდა მედვედევი-პუტინის წინააღმდეგ, მაგრამ, ამ ორი ადამიანის წინააღმდეგ წარდგენილი რომ არ არის, სწორედ ეს არის ღალატი ,,ქართული ოცნების" მხრიდან.

ასე რომ, ეს არის პასუხი 10 წლის განმავლობაში პრორუსული, ანტიქართული დეზინფორმაციის, რომელსაც აწარმოებდა მოღალატეობრივი ,,ქართული ოცნება" ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. პირველი: ომი დაიწყო რუსეთმა; მეორე: დამნაშავე არის რუსეთი და მისი მარიონეტული სეპარატისტული რეჟიმი აბსოლუტურად ყველაფერში და ყველა ბრალდება, რომელსაც ეს მოღალატეები, კობახიძეები და მისი, ასე ვთქვათ, დამქაშები წარადგენენ ქართველი მხარის წინააღმდეგ, გაქარწყლდა და დამთავრდა პრორუსული ძალის, პრორუსი ინტერესების სპეკულაცია საქართველოში. მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად, მათ იხილეს რუსეთის წარმომადგენლები ჰააგის ტრიბუნალზე და უფრო მეტიც, როგორც კი მათ შევცვლით, გავაგრძელებთ ამ საქმეს და აგერ მე და აგერ თქვენ, პუტინი და მედვედევი წარდგებიან 2008 წლის ომის გამო ჰააგის ტრიბუნალზე”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები ეჭვმიტანილი პირების: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოში წარსადგენად.

„დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მე უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას”,- აღნიშნულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა