ელენე ხოშტარია - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მუდმივად უარესდება, დროის ფანჯარა უბრალოდ აღარ არის -  სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ან ასე, ან - ისე

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მუდმივად უარესდება. ყველაზე კარგად პრეზიდენტს შეუძლია, რომ ეს იცოდეს - შესაბამისად, დროის ფანჯარა, უბრალოდ, აღარ არის. მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ან ასე, ან ისე, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს ორბელიანების სასახლესთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განუცხადა.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისთვის მართლაც მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა, ადამიანის სიცოცხლე, ევროპული, ქართული ფუნდამენტური ფასეულობა, ადამიანის ღირსება და ჯანმრთელობა, მაშინ მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„დრო აღარ ითმენს. ეს არ არის სიტუაცია, როდესაც რაღაც პოლიტიკურ კონიუნქტურას უნდა ველოდოთ, აქ საუბარია კონკრეტულ დროზე იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მუდმივად უარესდება. ყველაზე კარგად პრეზიდენტს შეუძლია, რომ ეს იცოდეს, რადგანაც მას არ სჭირდება სამთავრობო პროპაგანდის ქვეშ ყოფნა, მას შეუძლია უშუალოდ გაეცნოს ექიმების პოზიციას. შესაბამისად, დროის ფანჯარა უბრალოდ აღარ არის. მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ან ასე, ან ისე. აქ, არც მოთხოვნაზე და არც თხოვნაზეა საუბარი, უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ დრო აღარ არის და აიღოს პასუხისმგებლობა ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა