ნიკა მელია - საზოგადოება საბოლოოდ უნდა შეთანხმდეს - ვაპირებთ აღვკვეთოთ ისტორიული უსამართლობა პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობა, თუ ვაპირებთ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს - ვგრძნობ, მომაკვდინებელ, ტრაგიკულ შეცდომას ხალხი არ დაუშვებს

მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული უსამართლობა აღიკვეთოს და საზოგადოების დიდი ნაწილი კოორდინირებული იყოს. ეს კოორდინაცია გამოიხატება იმაში, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის საბოლოოდ შეთანხმება უნდა მოხდეს - ჩვენ ვაპირებთ აღვკვეთოთ ისტორიული უსამართლობა პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობა, თუ ვაპირებთ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

მისი თქმით, გრძნობს, რომ საზოგადოება ერთიანი იქნება და „მომაკვდინებელ ტრაგიკულ შეცდომას მეორეჯერ არ დაუშვებს“.

„ძალიან მნიშვნელოვანია პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ , ოპოზიციურად განწყობილი მთელი ელექტორატი იყოს კონცენტრირებული და მობილიზებული იმ პროცესთან მიმართებაში, რომელიც ძალიან მალე უნდა დასრულდეს, ვგულისხმობ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს, სადაც განაჩენის სახით ან სიცოცხლის გადარჩენა, ან სიკვდილის მისჯა უნდა გადაწყვიტოს. ვფიქრობ, რომ იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს, იმ მიდგომებთან დაკავშირებით, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაშია“ მაქსიმალური კოორდინაციაა მნიშვნელოვანი. ამას ემსახურება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები როგორც აჭარაში, იმერეთში, ისე, სამეგრელოსა და თბილისში. მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული უსამართლობა აღიკვეთოს და საზოგადოების დიდი ნაწილი კოორდინირებული იყოს. ეს კოორდინაცია გამოიხატება იმაში, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის საბოლოოდ შეთანხმება უნდა მოხდეს - ჩვენ ვაპირებთ ისტორიული უსამართლობა აღვკვეთოთ, პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობა, თუ ვაპირებთ ხელის შევუწყოთ ამ პროცესს. ვგრძნობ, ვხედავ, საზოგადოება იქნება ერთიანი, როგორც არასდროს და არ დაუშვებს იმ მომაკვდინებელ ტრაგიკულ შეცდომას მეორეჯერ, რაც 1994 წლის 31 დეკემბერს უბედურების სახით საქართველოს თავს დაატყდა, მხედველობაში მაქვს ზვიად გამსახურდიას მკვლელობა. მთელი ათწლეული სახელმწიფო არათუ არ განვითარდა, არამედ რეგრესი განიცადა. ამ მძიმე ტრაგედიის დაშვების უფლება არ გვაქვს“, - განაცხადა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა