ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სამართალდამცავები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა

ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სამართალდამცავები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირმა შარაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიასთან კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მიეცა და მას თავისუფლება შეუზღუდეს.

„ოფისში თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ მომეცა. თავისუფლება შემიზღუდეს, ოთახში ჩამკეტეს, ამიტომ მივმართე სამართალდამცავებს. ნიკა მელიასთვის კითხვების დასმა მინდოდა, ამის საშუალება არ მომეცა და ჩემზე იძალადეს”, - განაცხადა ირმა შარაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს