ნიკა მელია მოშიმშილეებზე - ჩემი მყარი პოზიციაა, პარლამენტის შენობაში ნიკა მელია ფიზიკურად ბევრი მიზეზის გამო არ იქნება - პარტიის წევრებს უფლება აქვთ სხვადასხვა საპროტესტო ფორმა გამოიყენონ

დასაფასებელია ესა თუ ის ფორმა, მათ შორის მოშიმშილეების შემთხვევა მაქვს მხედველობაში. თუმცა, პარლამენტის შენობაში ჩემი ფიზიკურად მისვლა გამორიცხულია ბევრი მიზეზის გამო,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის ყველა ლიდერს, სხვადასხვა აქტიურ მოქალაქეს, პარტიის წევრს უფლება აქვს, რომ სხვადასხვა საპროტესტო ფორმა გამოიყენოს. მელიას თქმით, ეს ასე იყო და ასეც იქნება.

„პროტესტი მზარდი იქნება, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ ვიხსნით იმ ტყვეობიდან, რომლებიც თითქმის ერთი წელია უკვე არის და არ დამარცხდება ოლიგარქიული რეჟიმი. რა თქმა უნდა, დასაფასებელია, პატივსაცემია ესა თუ ის ფორმა, მათ შორის მოშიმშილეების შემთხვევა მაქვს მხედველობაში. თუმცა, პარლამენტის შენობაში ჩემი ფიზიკურად მისვლა ბევრი მიზეზის გამო გამორიცხულია. პარლამენტთან მიმართებაში ჩემი დამოკიდებულება იცით. კომუნიკაციის სხვადასხვა შესაძლებლობა არსებობს რომ მათთან ყოველდღე მქონდეს. ჩემი მყარი პოზიციაა, პარლამენტის შენობაში ნიკა მელია ფიზიკურად ბევრი მიზეზის გამო არ იქნება. ეს მგონია, რომ მთელმა საზოგადოებამ იცის“- აცხადებს მელია.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მხრიდან პარლამენტში მანდატების დატოვება-არდატოვების შესახებ დასმულ შეკითხვას, როგორც მელია განმარტავს, ამაზე პროცესის შესაბამისად დეპუტატები გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ.

“ნაციონალური მოძრაობის“ ყველა დეპუტატი იქნება, თუ არადეპუტატი მიიღებს სწორ, ისტორიულ მომენტში ძალიან გონივრულ გადაწყვეტილებას. ამიტომ, აქ წინასწარ საუბარი ვინ, როგორ უნდა გადადგას ეს თუ ის ნაბიჯი, უადგილოა. მე შეიძლება ჩემი პოზიცია მქონდეს, მაგრამ ამ პოზიციაზე არ ვსაუბრობ. დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების უმრავლესობას პარლამენტში ყოფნა ნამდვილად არ სიამოვნებს, მერწმუნეთ! ეს მათ სიამოვნებას არ ჰგვრის. სხვადასხვა მოსაზრებების გამო, თავის დროზე, პარტიამ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო. რაც შეეხება პარლამენტში მანდატების დატოვება-არდატოვებას, ამას პროცესი გვაჩვენებს და დეპუტატები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც გონივრული იქნება“,- აცხადებს მელია.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა