გერმანიის იუსტიციის მინისტრი - პუტინის წინააღმდეგ ჰააგაში შესაძლოა გამოძიება დაიწყოს

ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების გამო პუტინის წინააღმდეგ ჰააგაში შესაძლოა გამოძიება დაიწყოს, - ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა მედიაჯგუფ RedaktionsNetzwerk Deutschland-ის გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა.

ბუშმანმა აღნიშნა, რომ ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების ობიექტი გახდეს.

“და ეს ჰიპოთეტური საქმე არაა”, - აღნიშნა ბუშმანმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გამიზნული განადგურების შედეგად ხალხი დაბალ ტემპერატურაში გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე რჩება, ეს შეიძლება ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად შეფასდეს. ბუშმანმა აღნიშნა, რომ პუტინის პირდაპირი პასუხისმგებლობის ნიშნად შესაძლოა მისი სატელევიზიო გამოსვლები გამოდგეს, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ასეთი დარტყმები განზრახ ტაქტიკას წარმოადგენს.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?