სოფელ წილკანში, პროექტის - “კლიმატის საგანმანათლებლო პროგრამა - სატყეო სკოლა” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

სოფელ წილკანში, პროექტის - “კლიმატის საგანმანათლებლო პროგრამა - სატყეო სკოლა” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

პრესსამსახურის ცნობით, პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ფინასნური მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის მიზანი წეროვანის და წილკანის დევნილთა დასახლებებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის კლიმატის ცვლილების, მასთან ბრძოლისა და ადაპტაციის ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

საკვირაო სატყეო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე საველე სწავლებას. პროგრამაში მონაწილეობა ოცთაამდე მოსწავლემ მიიღო. პროექტის ფარგლებში, ვიდეო კონკურსის - „კლიმატგონივრული ქმედება“ სამი გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაც სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში, წილკანის წმინდა გიორგის სალოცავის მიმდებარედ ტყის აღდგენის ღონისძიებები განხორციელდა- დასუფთავებისა და დარგვის აქციაში მონაწილეობა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და მოხალისეებმა მიიღეს.

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების "ფორესთ მეთერსი" (Forest Matters), "ქლაიმათ ბეიზიქსი" (Climate Basics) და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბის მიერ იყო ორგანიზებული.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება