CIU -ში წიგნის  „საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია: ქმნადობის მისადგომებთან“ და „კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ პრეზენტაცია გაიმართება

19 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU) წიგნის „საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია: ქმნადობის მისადგომებთან“ („საქართველოს კონსტიტუციის პროექტები 1993-1995“) და „კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ პრეზენტაცია გაიმართება. ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, კრებულის ავტორ-შემდგენლები არიან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი მინდია უგრეხელიძე და ასოცირებული პროფესორი ბექა ქანთარია.

„წიგნის საერთო რედაქცია ეკუთვნის გამოჩენილ ინგლისელ იურისტს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის დარგში ევროსაბჭოს ექსპერტს პირს გარდნერს.

წიგნი, რომელიც გამოიცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეგიდით, ასახავს 1993-1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა თუ ორგანიზაციის მიერ წარდგენილ კონსტიტუციის 12 პროექტს. სწორედ მათ დაეფუძნა 1995 წლის მოქმედი კონსტიტუცია.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, აღმასრულებელი ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, საქართველოს 1993-1995 წლების სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, სამართლისმცოდნეები და სტუდენტები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი