დიდი ბრიტანეთის თავდაცვა - რუსეთი საკუთარი სამხედროების მორალის ასამაღლებლად ფრონტის ხაზზე მომღერლებსა და მუსიკოსებს გაგზავნის

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომში, რუსეთი საკუთარი სამხედროების მორალის ასამაღლებლად ფრონტის ხაზზე მომღერლებსა და მუსიკოსებს გააგზავნის.

როგორც უწყება რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, „შემოქმედებითი ბრიგადის“ შემადგენლობაში საოპერო მომღერლები, მსახიობები და ცირკის შემსრულებლები იქნებიან.

„2022 წლის 14 დეკემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორი "ფრონტის ხაზის შემოქმედებითი ბრიგადის" დაარსების შესახებ გამოაცხადა, რომლებსაც "სპეციალურ სამხედრო ოპერაციის" ფარგლებში განლაგებული ჯარის მორალის ამაღლება დაევალათ“, - აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება