პარლამენტმა „ტექსტარსის სტარტაპ დღეების" დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლა

პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით „ტექსტარსის სტარტაპ დღეების" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია მიესალმა.

„ძალიან მიხარია, რომ გმასპინძლობთ საქართველოს პარლამენტში. ჩვენი ქვეყანა მდიდარია ინტელექტით, გვყავს ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომელთა მეოხებითაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა ბევრ წარმატებას მიაღწევს.

ჩემთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა პლატფორმების მონაწილეთა ერთი დიდი ნაწილი, იქნება ეს ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა თუ სტარტაპერების მიმართულება, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები არიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაგროვილი ცოდნა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ჩაერთოს", - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მან პროექტის მონაწილეებს შესთავაზა მონაწილეობა მიიღონ კომიტეტის სხდომაში და პარლამენტის წევრებს საკუთარი იდეები და მოსაზრებები გააცნონ.

ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველ ნაწილში წარდგენილი იყო USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და Startup Georgia - ს ერთობლივი აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში გადამზადებული სტარტაპები და პროექტები, ხოლო მეორე ნაწილში - ტექსტარსის მსოფლიოში ყველაზე დიდი აქსელერაციის პროგრამის Startup Weekend - ის ფარგლებში 54 საათის განმავლობაში შექმნილი სტარტაპ იდეები. ღონისძიების პირველი ნაწილის გამარჯვებული გახდა ორ გუნდი: DG Systems და Grassy, ხოლო მეორე ნაწილის - გუნდი L1st.

ღონისძიების მონაწილე ყველა გუნდს, პარლამენტის სახელით, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს